დივერსიფიცირებული პორტფელი
ქართულ უძრავ ქონებაზე ფოკუსირებული აქტივების მმართველი კომპანია
ელისიუმ ასეტ მენეჯმენტი საქართველოში რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიაა რომელიც ინსტიტუციონალურ და გათვითცნობიერებულ ინვესტორებს სთავაზობს კერძო კაპიტალის ინვესტირების შესაძლებლობას საინვესტიციო ფონდის სტრუქტურით საქართველოში უძრავ ქონების დივერსიფიცირებულ პორტფელში.

ელისიუმ ასეტ მენეჯმენტის პარტნიორებს აქვთ ფინანსურ, საინვესტიციო და უძრავი ქონების სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ელისიუმ ასეტ მენეჯმენტი 2021 წელს შპს ალფა კაპიტალ ჰოლდინგისა და შპს კოლიერს ჯორჯიას თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წელს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბდა.

 

კომპანიის ძირითადი მიმართულებები

  • ინვესტიციების მართვა
  • აქტივების დეველოპმენტი და მართვა
  • უძრავი ქონების მართვა

Alpha Capital Holding LLC

 

ალფა კაპიტალ ჰოლდინგის პარტნიორები საქართველოში წამყვანი დამოუკიდებელი საინვესტიციო საბანკო მომსახურების კომპანიის - შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორის თანადამფუძნებლები არიან.

 

ალფა კაპიტალ ედვაიზორი მომხმარებლებს სთავაზობს მიუკერძოებულ და უმაღლესი ხარისხის საინვესტიციო საბანკო ექსპერტიზას, პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტასა და მიდგომას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ - კლიენტებმა მიაღწიონ სასურველ სტრატეგიულ შედეგს. ალფა კაპიტალ ედვაიზორი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური კომპანია და მიზნად ისახავს აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.


Colliers Georgia LLC

კოლიერსი უძრავი ქონების წამყვანი კომპანიაა დივერსიფიცირებული პროფესიული სერვისებისა და ინვესტიციების მართვის მიმართულებით. კომპანია მსოფლიოს 64 ქვეყანაში ოპერირებს და 17 000 პროფესიონალს აერთიანებს კლიენტებსთვის უძრავი ქონების და საინვესტიციო კონსულტაციების უზრუნველსაყოფად. კოლიერსი საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს და 50 პროფესიონალისგან შედგება. ადგილობრივ ექსპერტებს უძრავი ქონების სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აერთიანებთ. კოლიერსის ძირითადი სერვისები შეფასებას, დეველოპმენტ კონსალტინგს, კვლევას, სამშენებლო და საბროკერო მომსახურებას აერთიანებს.

საინვესტიციო შეთავაზება

ალტერნატიული საინვესტიციო შესაძლებლობები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ექსპერტიზის გამოყენებით საქართველოს უძრავი ქონების აქტივების მართვის მიმართულებით.
  • ალტერნატიული საინვესტიციო შესაძლებლობები უძრავი ქონების ბაზარზე;
  • ინვესტიციის განთავსება საინვესტიციო ფონდის სტრუქტურის საშუალებით;
  • გამარტივებული ინვესტირების სტრუქტურა უძრავი ქონების დივერსიფიცირებულ აქტივებში;
  • ბაზრის ექსპერტიზაზე დაყრდნობით უძრავ ქონებაში უნიკალური ინვესტირების შესაძლებლობა.

ბიზნეს - მართულებები

უძრავი ქონების მართვა
გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიით სტაბილური ფულადი ნაკადებისა და მიმზიდველი ამონაგების დაგენერირება.

სტაბილურობა
უძრავი ქონების დივერსიფიცირებული პორტფელის შეძენა, დეველოპმენტი და მართვა.

ხარისხი
კონცენტრირება ხარისხისხიან და გასხვისების მაღალი პოტენციალის აქტივებზე.

ჩვენი გუნდი

ლევან წუწუნავა
ლევან წუწუნავა
ლევანს აქვს საერთაშორისო საბანკო სისტემაში მუშაობის 20 წელიწადზე მეტი გამოცდილება, რომელიც მოიცავს ვაჭრობის, რისკების მენეჯმენტისა და ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებს.

ლევანმა კარიერა საბაზრო რისკების მენეჯმენტში დაიწყო და ხელმძღვანელობდა რამდენიმე გუნდს, როგორც ABN AMRO Bank-ში, ასევე Royal Bank of Scotland-ში სხვადასხვა ლოკაციებზე (ამსტერდამში, ნიუ-იორკსა და ლონდონში).

რისკების მენეჯმენტის მიმართულებით წარმატებული კარიერის შემდეგ, ლევანი შეუერთდა ING ბანკს ამსტერდამში, როგორც სავალუტო ოფციების უფროსი ტრეიდერი და პასუხისმგებელი იყო იაპონური იენის, მცირე და საშუალო ბიზნესის და რთული სავალუტო დერივატივების პორტფელებზე.

Alpha Capital Advisory-ის დაფუძნებამდე ლევანი თიბისი ბანკის ხაზინისა და ფინანსური სერვისების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ასათიანი
გიორგი ასათიანი
გიორგის აქვს კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში მმართველ თანამდებობებზე მუშაობის ფართო გამოცდილება.

გიორგის განათლება მიღებული აქვს მართვის ევროპულ სკოლასა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში.

გიორგი კოლიერსს 2014 წელს შემოუერთდა პარტნიორის პოზიციაზე და ამ პერიოდიდან წარმატებით ხელმძღვანელობს სამშენებლო-საკონსულტაციო სერვისების მიმართულებას. ადგილობრივ და საერთაშორისო ინჟინერების გუნდთან ერთად უზრუნველყოფს პროექტების მართვას და მონიტრიგის. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული სამშენებლო პროექტების, ჯამური ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იგი ასევე, პასუხისმგებელი იყო კომპანიის ოპერაციებისა და ფინანსების მართავზე.

გიორგის სხვადასხვა დროს წამყვანი პოზიცია ეკავა ბანკ „რესპუბლიკა“-ში, კომპანია “UGT”-ში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ “თბილისის ურბანული განვითარების მუნიციპალურ სააგენტოში”(მთავარი არქიტექტორი) და იყო თბილისის განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ირაკლი კილაურიძე
ირაკლი კილაურიძე
ირაკლი არის უძრავი ქონების გამოცდილი მმართველი ინვესტიციების, დეველოპმენტის, გაყიდვების, მშენებლობისა და ოპერაციების მიმართულებით 15 წელზე მეტი გამოცდილებით.

ირაკლი ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო გუნდს, რომელსაც განხორციელებული აქვს მრავალი უძრავი ქონების მსხვილი ტრანზაქცია, დეველოპმენტი და გაყიდვები.

ირაკლიმ განათლება მიიღო European School of Management-სა და Harvard Business School-ში, ასევე არის Royal Institute of Chartered Surveyors-ის წევრი, MRICS, აქტივების ფინანსებისა და ინვესტიციების მიმართულებით. 2014 წლიდან ირაკლი არის კოლიერსის პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი. მისი ძირითადი ფუნქციაა კომპანიის ხელმძღვანელობა და საკვანძო პროექტების მართვა.

ირაკლის კარიერის წინა წარმატებული გამოცდილება ეხებოდა საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანიის რეაბილიტაციას, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ირაკლის ასევე აქვს გამოცდილება საინვეტიციო ფონდების მოზიდვის, მას მოზიდული აქვს კერძო საერთაშორისო საინვეტიციო ფონდებისგან $130 მილიონზე მეტი და დამატებით $100 მილიონი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, როდესაც ხელმძღვანელობდა საქართველოში უძრავი ქონების ფონდს.
ირაკლი ელაშვილი
ირაკლი ელაშვილი
ირაკლის აქვს ფართო გამოცდილება საკონსულტაციო მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში და საბანკო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ბრიტანეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

გარდა ამისა, ირაკლი კონსულტაციას ახორციელებდა მსოფლიო ბანკის საპენსიო რეფორმებსა და მასთან დაკავშირებულ საინვესტიციო საკითხებზე საქართველოსა და ეგვიპტეში.

ირაკლის საქართველოში ბოლოდროინდელი კარიერული მოღვაწეობა მოიცავდა შპს თიბისი კაპიტალის, შემდგომში კი სს ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. იგი ასევე არის შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორისა და შპს ალფა კაპიტალ ჰოლდინგის თანადამფუძნებელი.

ირაკლი აქვს დიდი გამოცდილება საფინანსო სექტორში ტოპ მენეჯერის პოზიციებზე და მისი საქმიანობა ბიზნესის განვითარებას, სწრაფ ზრდას, ღირებულების შექმნას, სტრატეგიის შემუშავებასა და გახორციელებას მოიცავდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კაპიტალის ბაზრის წამყვან ტრანზაქციებს საქართველოში, რომლის მიზანს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ადგილობრივი და საერთაშრისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ირაკლის მიღებული აქვს ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.